|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თბილისური პროვინციალიზმი არის ყველაზე დიდი და სახიფათო პროვინციალიზმი"-აკაკი ბობოხიძე

„პროვინციალიზმი, ეს არის  როცა ნაწილს, რაც  უნდა დიდი იყოს ის, ჰგონია, რომ ის მთელია. დღეს თბილისური პროვინციალიზმი არის ყველაზე დიდი და სახიფათო პროვინციალიზმი. მიჩნდება განცდა, რომ დღეს თბილისის პოლიტიკურ ელიტას და ზოგადად, თბილისელებს მიაჩნიათ, რომ საქართველო მთლიანად, ეს არის თბილისი და ყველაფერი იგება იმაზე, თუ რა იქნება კომფორტული თბილისისათვის“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დეპუტატობის  კანდიდატის განცხადებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს თბილისში, რაც ქვეყნისათვის  დამღუპველია.  „დღეს, ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც  ადამიანმა შეიძლება თავი ირჩინოს და სოციალურად რეალიზდეს, არის თბილისი. მეორე ქალაქად, ასე თუ ისე, ყალიბდება ბათუმი. საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა იმას, რომ ქუთაისი გადარჩენილიყო, როგორც ქალაქი და მის ირგვლივ შემოკრებილიყო დასავლეთ საქართველოს რეგიონი, ეს იქნებოდა იმერეთი თუ სამეგრელო. დღეს დინამიკა და ტენდენცია არის ასეთი, რომ ქალაქი იცლება და 250 ათასიანი ქალაქიდან  სახეზე გვაქვს 100 ათასიანი ქალაქი. თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა, ქუთაისზე უფრო მალე დაიცლება ჩვენი რაიონები, რომლებიც უკვე დაცლის პირას არიან“, -აღნიშნა  ბობოხიძემ. მან ამის მაგალითად ხონი დაასახელა, სადაც, მისი თქმით, ყოველი მესამე ოჯახი არის დაკეტილი, ხოლო სოფლები მოხუცების ამარა დარჩენილი.

მისი თქმით, მხარდაჭერა არა მას, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს,  სჭირდება, რადგან ის უკვე დეპუტატია "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით, არამედ ქუთაისს, რომლისთვისაც საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი განვითარების წინაპირობაა.   ქუთაისის გადარჩენა ჭირდება არა მხოლოდ ქუთაისელებს, არამედ  დასავლეთ საქართველოს და თბილისს: „მერე დადგნენ თბილისელებმა და იწუწუნონ, თუ რატომაა გაუვალი საცობები ქალაქში...  თან გინდოდეს, რომ ერთადერთ საცხოვრებელ და საარსებო არეალად თბილისი რჩებოდეს და თან გინდოდეს, რომ არ გადაივსოს ქალაქი, ასეთი რამ, უბრალოდ, წარმოუდგენელია", - აცხადებს ბობოხიძე.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა