|
  • EUR 1 = GEL 2.8067
  • USD 1 = GEL 2.3895
|

„თეატრალური იმერეთი 2017“ -ს დახურვას კულტურის მინისტრი დაესწრება

ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2017“ საზეიმო დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება. 
ღონისძიებას კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

დღეს ფესტივალის ფარგლებში  სპექტაკლს - „იავნანამ რა ჰქმნა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სადახლოს ქართული თეატრი გამართავს სპექტაკლს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება. დღესვე  მოეწყობა ჟურნალის „თეატრალური იმერეთი“ ახალი ნომრის პრეზენტაცია.

სპეციალური ჟიური, 10–მდე ნომინაციაში გამოავლენს საუკეთესო დადგმებს, დასებს, რეჟისორებს, მსახიობებებს და სცენოგრაფებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მაკა ვასაძე (თავმჯდომარე); ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის რედაქტორი ლელა ოჩიაური, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.

ფესტივალი იმერეთის რეგიონის როგორც პროფესიულ, ასევე სახალხო თეატრებს აერთიანებს. მასში 14 სახელმწიფო პროფესიული და სახალხო თეატრი მონაწილეობს.

ფესტივალი ყოველწლიურია, წელს ის მერვედ გაიმართა. ფესტივალს ორგანიზებას "ხელოვნების ქურუმი" ლევან როხვაძე უწევს.

 

ამ თემაზე: "თეატრალურ იმერეთს" საქართველოში ანალოგი არ აქვს"

 

ავტორი: ნიუპრესი