|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი თეატრალურმა საზოგადოებამ დააჯილდოვა

ქართული თეატრის დღეს აკაკი ხორავას მსახიობთა სახლში თეატრალურმა საზოგადობამ სხვადსხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვა. 

თეატრალებთან ერთად დაჯილდოებულთა შორის აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც "დავით სარაჯიშვილის" პრემია მიიღო. 

როგორც ინტერნეტ გამოცემა "არტ ინფო" წერს, პრემია მეცენატობისათვის დაარსდა და ის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის გადაეცემათ. ამ პრემიის პირველი ლაურეატები ბიძინა ივანიშვილთან ერთად გახდნენ გოგი თოფაძე, თელავის ღვინოს მარანი, ლაშა პაპაშვილი, გიორგი რამიშვილი და ელგუჯა ბუბუტეიშვილი. 

შეგახსენებთ, თეატრალების დაჯილდოება ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით 14 იანვარს გაიმართა. თეატრალური საზოგადოების ჯილდო "ამაგდარი" ქუთაისიდან 5 წარმომადგენელს გადაეცა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა