|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თელავის გენდერის მედიაცენტრი მერობის კანდიდატებს ქალთა საჭიროებებზე ესაუბრა

არასამთავრობო ორგანიზაციის "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ორგანიზებით თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია, რომელზეც  თელავის გენდერის მედიაცენტრმა მერობის კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ ორგანიზაციის მიერ ქალთა საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.

წყლის შეზღუდული მიწოდება და სასმელი წყლის დაბალი ხარისხი; სასწავლო დაწესებულებების წინ შუქნიშნების არარსებობა;  ძველი უბნებში მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა; ქუჩებიდან და ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება  ანტისანიტარიისგან; ნაგვის დროული გატანა;  სოფლად სპორტული და გასართობი მოედნების გაკეთება; საბავშვო ბაღების სიმცირე;  ახალგაზრდების მიგრაცია (არც თელავში და არც სოფლად ახლაგაზრდების თვითრეალიზებისთვის არ არსებობს არანაირი პროექტები);  სოფლად მცხოვრები ქალებისთვის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური პროგრამების ხელმიუწვდომლობა; სოფლებში ამბულატორიების არ არსებობა.  სოფლად საჯარო სკოლების რეაბილიტაცია  და სკოლებში საკანალიზაციო სისტემის გამართვა - ეს, ის ძირითადი პრობლემებია, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ და რომელთა მოგვარებასაც ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ (ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ https://uploadfiles.io/5ze6t ).     პროექტი „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“  საქართველოს 8 რეგიონის 12 ქალაქში განხორციელდა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით იყო დატვირთული,   ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქალთა საჭიროებების გამოვლენაზე,  რომლის შესახებაც მომზადდა ანგარიში და რომელიც პოლიტიკური პარტიებს, კანდიდატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეცნოთ. თელავში გამართული შეხვედრაც ანგარიშიც გაცნობას ისახავდა მიზნად. მსგავსი ტიპის დისკუსიები იმ რვა რეგიონში გაიმართა, სადაც „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ გენდერის მედიაცენტრები არსებობენ და სადაც გამოვლინდა ქალთა საჭიროებები.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროექტის მიზანის ამომრჩევეი ქალების საჭიროებების გამოვლენა და არცევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რატა ხელი შეეწყოს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

 

  
 

 

ავტორი: ნიუპრესი