|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტელესპექტაკლების გაქრობა დაუშვებელია" - თეატრალები აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

დასავლეთ საქართველოს თეატრალური სპექტრი ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში შეიკრიბა. თეატრალები აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ეკრანიდან გადაცემა "ტელესპექტაკლების" გაქრობა დაუშვებელია, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც თეატრებისთვის, ასევე მაყურებლისთვის.


"ჩვენ ვაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ გადაცემის აღდგენას. ეს აუცილებელია, როგორც თეატრებისთვის, ასევე მაყურებლისთვის. გათვლილია შშმ პირებზე, რომლებიც ვერ დადიან თეატრებში, ასევე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რადგან არ აქვთ ფინანსები თეატრში მოსვლის. ამასთან, ეს არის საგანმანათლებლო და კულტურული გადაცემა, რომელიც ემსახურება ქართველი მწერლების ნაწარმოებების პოპულარიზაციას. ამ პროექტის ფარგლებში შვიდი დამოუკიდებელი სპექტაკლი შეიქმნა. ამიტომ შევხვდებით ბორდს და გავიგებთ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი "- განაცხადა მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ.
ქუთაისიდან თეატრალები ბათუმში გაემგზავრებიან, სადაც 15 საათზე ტელევიზიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. მათი განცხადებით, თუ პროექტი არ აღდგება, პროტესტი გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა