|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თენგიზ ჯავახაძის 60 წლის იუბილე მესხიშვილის თეატრში [VIDEO]

 43 წელი სცენაზე - 37 წელი კი მესხიშვილის თეატრში...  მშობლიურ თეატრში თენგიზ ჯავახაძის 60 წლის იუბილე აღნიშნეს. საიუბილეო წელს დაემთხვა სპექტაკლის პრემიერა,  „პერპენტუმ მობილე“, სადაც მეუღლესთან ერთად თამაშობს. 

 მეუღლე მსახიობი მარიკა სამანიშვილია. მათ ერთად არაერთ სპექტაკლზე იმუშავეს, ამიტომაც თვლიან, რომ მეუღლე, როგორც პარტნიორი ორმაგად საპასუხისმგებლოა. შვილებიც მშობლების გზას გაყვნენ და თავიანთი პროფესიაც თეატრს დაუკავშირეს.

თენგიზ ჯავახაძემ თავდაპირველად თეატრში მუშაობა სცენის მემონტაჟედ დაიწყო, შემდგომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა. დებიუტი სპექტაკლში „საბრალდებო დასკვნა“ შედგა, სადაც ზაზა ნაკანის როლი შეასრულა. თეატრის პარალელურად აქტიურად იღებენ კინოში.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა