|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეორიულად პარტიის გაყოფის ალბათობა არის, თუმცა სურვილი - არა"

პარლამენტის წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, ”ნაციონალურ მოძრაობაში” არ არის პარტიის გაყოფის სურვილი, უბრალოდ არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. მისივე თქმით, თეორიულად პარტიის გაყოფის ალბათობა არის, თუმცა ამის სურვილი პარტიის წევრებს არ აქვთ. ამასთან, გიგი წერეთლის თქმით, აზრთა სხვადასხვაობა პარტიაში ხშირად ყოფილა, თუმცა ეს დაძლეულია.

რაც შეეხება პარტიის მომავალ სამოქმედო გეგმას და პარტიის თვმჯდომარის საკითხს, გიგი წერეთელის თქმით, ეს ყველაფერი გადაწყდება პარტიის ყრილობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. 

””ნაციონალური მოძრაობა” სერიოზულ სტადიაშია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ანალიზი, თუ რა მოხდა არჩევნებზე და როგორ დავიწყოთ სამომავლო მუშაობა. ამაში მოიაზრება პარტიის მართვაც. ჩვენ ღიად ვთქვით, რომ ეს ყველაფერი გადაწყდება ყრილობაზე. რაც შეეხება, თუ როგორ იქნება პარტიის მართვა, ვინ იქნება თავმჯდომარე და იქნება თუ არა თავმჯდომარე. რა ფუნქციები ექნება მას, ყრილობაზე გადაწყდება“,-განაცხადა გიგი წერეთელმა. მან საკაშვილის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მიხეილ სააკაშვილს ბრძოლის ახალი ეტაპი აქვს უკრაინაში. ის კიდევ უფრო მძლავრად დაიწყებს ოპოზიციურ საქმიანობას.

„რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობას, ბოლო წლების განმავლობაში იგეგმება და ვერ ჩამოდის საქართველოში და ბუნებრივია, ვერ ასრულებს თავმჯდომარის ფუნქციას. ჩვენ პოლიტსაბჭოს ფორმატით ვმუშაობთ. შესაბამისად, ყრილობა გადაწყვეტს, აირჩევენ თუ არა ახალ თავმჯდომარეს. ყრილობას, ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე გაიმართება. მანამდე, დაახლოებით დეკემბრის პირველ რიცხვამდე, ჩვენ ვეცდებით დავდოთ ანალიზი არჩევნებზე და დავდოთ სამოქმედო სქემა”, - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა