|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეით ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური ნაკრძალი დაისაკუთრა" [VIDEO]

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეით ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური ადგილი დაისაკუთრა - განაცხადეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე.

მათ ქალაქში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომაროება პარლამენტის ყოფილ შენობასთან  გააპროტესტეს და  ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით  მიმართეს.

"მოგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა ფონმა, რაც, რა თქმა უნდა, უმეტეს წილად ქართულ ოცნების ,,დამსახურებაა”, ქუთაისზე განსაკუთრებულად მძიმე შედეგი იქონია. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ბოლო წლებია, ისედაც დგას უმძიმესი პრობლემების წინაშე, რასაც დაემატა ის, რომ ჩვენს ქალაქთან მიმართებაში საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ერთადერთი ,,ქმედითი” გადაწყვეტილება მიიღო, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კვლავ გადაიტანა დედაქალაქში. აქამდე ფორმალურ რანგში არსებული საპარლამენტო სტატუსი - ბევრი ქუთაისელისათვის იმ იმედის მომცემი იყო, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ რეალურად გავხდებოდით საპარლამენტო დედაქალაქი, ზოგადი სიტუაცია და პირადი მდგომარეობა ამით გაგვიუმჯობესდებოდა, ხოლო თქვენი გადაწყვეტილების შემდეგ, ეს პერსპექტივის განცდაც გამოგვეცალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მომართვის ავტორებს ეჭვი გვეპარება, რომ თქვენს მიერ გაცემული რომელიმე დაპირება როდესმე მოვა სისრულეში, უნდა ვაღიაროთ, ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა ქუთაისის საუნივერსიტეტო სტატუსის და 60 000 სტუდენტის გამოჩენის", -განაცხადეს გაერთიანების წევრებმა.

მათი თქმით, უნივერსიტეტის მშენებლობის ადგილას იმყოფებოდნენ და იქ არსებული სიტუაცია და მშენებლობის ტემპები ვერ მოდის შესაბამისობაში ვერც გაცემულ დაპირებებთან და ვერც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოლოდინებთან. მათივე თქმით, ტექნილოგიური უნივერსიტეტი მორიგი ბლეფია, ამიტომ გაურკვეველია პარლამენტის ალტერნატივად რას თავაზობენ ქალაქს.

ოპოზიციის წევრების თქმით, ტექნოლოგიური უნივერიატეტის იდეით ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური ნაკრძალი დაისაკუთრა და იქ მორიგ ბიზნეს ცენტრს გააკეთებს.

 შეგახსენებთ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისათვის ფონდ ქართუს ტერიტორია ქუთაისის მიმდებარედ აჯამეთის ტყეში გადაეცა. 

 

 

„ქუთაისი - საუნივერსიტეტო ქალაქი“ - რეალობა, თუ მორიგი დაპირება?

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა