|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტერეზა მეი - მეორე ქალი პრემიერი ბრიტანეთის ისტორიაში

 59 წლის ტერეზა მეი, მარგარიტ ტეტჩერის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მეორე ქალი პრემიერი იქნება.  მთავრობის მეთაურის პოსტის ჩაბარებამდე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 

პრემიერ-მინისტრის რანგში, მეის არაერთი გამოწვევა ხვდება. ნომერ პირველი ამოცანა რეფერენდუმის შედეგებია, რომლის მიხედვით, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი უნდა დატოვოს. 

 ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება  უკვე დაიწყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი დაინიშნა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფილიპ ჰემონდი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა და ამ პოსტზე ჯორჯ ოსბორნი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ემბერ რადი დაინიშნა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლიამ ფოქსი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი გახდა, თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა მაიკლ ფელონმა კი თანამდებობა შეინარჩუნა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა