|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში არასრულწლოვანის თვითმკვლელობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. 14 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო, გარდაცვლილი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს.

თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტ თამაში "ლურჯი ვეშაპი" სახელდება.

სკოლის დირექტორი ამირან ელიავა აცხადებს, მოზარდი ძალიან კარგი მოსწავლე იყო და მას რამე პრობლემა არ ქონდა. მისივე თქმით, ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ეჭვი თამაშზე არსებობს.

"წაიღეს კომპიუტერი, გუშინ დაკითხეს ბავშვები, სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი, ვერ გეტყვით. აქვთ ეჭვი რაღაც თამაშზე, დეტალურად არ იციან, საქმე არის ძიებაში. ეჭვი გამოვიდა ამ თამაშზე, დაზუსტებით ჯერ ვერავინ იტყვის. ძალიან კარგი მოსწავლე იყო, პრობლემებიც არ ქონდა", - განაცხადა ამირან ელიავამ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმხობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.  არსებობს ბულინგის ვერსიაც. 

ბოლო 10 დღის განმავლობაში თერჯოლაში მოზარდის თვითმკვლელობის მეორე შემთხვევაა. ჭოგნარის მიმდებარე სოფლის მცხოვრებმა 10 დღის წინ თავი მოიკლა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი