|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მოგზაურები ქართულ დროშას ირანის მწვერვალზე აღმართავენ

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ირანში გაემგზავრა. ამის შესახებ ექსპედიციის ხელმძღვანელი, წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ჯულაყიძე სოციალურ ქსელში წერს.

  ჯგუფი ხუთი წევრის შემადგენლობით (მათე ჯულაყიძე, არჩილ გეგენავა, გიორგი ჯანელიძე, გიორგი ენუქიძე, ირაკლი ჯულაყიძე) ქუთაისიდან გაემგზავრა.  

ქუთაისი-თბილისი-ბაქო-თეირანი-ისპაჰანი-ფერეიდუნშაჰრი- ქაშანი-ისპაჰანი- თეირანი-ბაქო- ქუთაისი-ასეთია ექსპედიციის მარშრუტი.

როგორც ჯულაყიძე აცხადებს, ექსპედიციის მიზანი კი ფერეიდუნშაჰრის მთასვლელთა ჯგუფ ,,შაჰანქუჰ"-თან ერთად მწვერვალ შაჰანქუჰის დალაშქვრა(4040მ.), მარანჯაბის და ქავირ-ნავაკის უდაბნოების მონახულებაა.

ექსპედიციის განხორციელება შესაძლებელი გახდა სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა