|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისი სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ჯაზმატარებელი 19 ივლისს გავა [R]

თიბისი სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ტრადიციული ჯაზმატარებელი თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 19 ივლისს, 08:45-ზე გავა.

ყველას, ვისაც ჯაზფესტივალის მინიმუმ ერთი ბილეთი აქვს, ბათუმში ჯაზმატარებლით ყოველგვარი საფასურის გარეშე შეუძლია გამგზავრება. ამისთვის მსურველებმა რეგისტრაცია  შემდეგ ბმულზე უნდა გაიარონ - https://www.jazztrain.ge/

ჯაზმატარებლის მზაგვრებს თიბისი სტატუსისგან სიურპირზები, საჩუქრები და მუსიკალური მზგავრობა ელოდებათ.

ჯაზფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიხსნება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი დაბენდი - „The Funk Apostles“ ჩაატარებენ. 19 ივლისს, ჯაზფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლისშემდეგაც სცენას ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak“ დაიკავებს. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანულიჯგუფი - „ინკოგნიტო“ დახურავს.

ფესტივალის განმავლობაში ბათუმში, "ივერია ბიჩი" თიბისი სტატუსის სანაპიროდ გადაიქცევა. სანაპიროზე მოხვედრა სტატუსის მომხმარებლებისთვის 20%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი, სადაც დღის განმავლობაში ყველა დამსვენებლისთვის თიბისი სტატუსის საზღვაო საჩუქრები დარიგდება; 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სპეციალურად გამოყოფილ ბარში, სასმელი უფასო იქნება; დღის სხვადასხვა მონაკვეთში კი სხვადასხვა მუსიკალური  გაფორმებაა დაგეგმილი.

 ჯაზფესტივალის ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE-ზე. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროშიშეძენილ ბილეთებზე 20% ქეშბექი მოქმედებს.

ავტორი: ნიუპრესი