|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისის მხარდაჭერით” თბილისში ახალი რესტორანი იხსნება [R]

სექტემბერში თბილისს კიდევ ერთი ადგილი შეემატება, სადაც ჩამოსულ სტუმრებსა თუ ადგილობრივებს ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

„ნინიას ბაღი“ ასე ჰქვია ახალ რესტორანს, რომელიც „თიბისის“ მხარდაჭერით აშენდა.

რესტორანი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მოეწყო, მას აქვს ეზო ანუ ღია სივრცე სტუმრების მისაღებად და 150-მდე ადამიანის გამასპინძლება შეუძლია.

მათივე ინფორმაციით, „ნინიას ბაღის“ დამფუძნებელი შეფ-მზარეული და რესტორატორი მერიკო გუბელაძეა. მისი თქმით, რომ პანდემიის რთული პერიოდის მიუხედავად აღნიშნულ პროექტზე მუშაობა არ შეუჩერებიათ.

„რესტორნის გახსნისთვის საუკეთესო დრო არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მშენებლობის პროცესი ბოლომდე მივიყვანეთ, ახლა კი მიმდინარეობს რესტორნის რემონტი და აღჭურვა. აქ იქნება ექსპერიმენტული სამზარეულო და მე თავად ვიქნები მზარეული ორ სხვა მზარეულთან ერთად“, - აცხადებს მერიკო გუბელაძე.

„ნინიას ბაღი“ „შავი ლომის“, კაფე „ლეილას“ და „ლისი რესტის“ შემდეგ მეოთხე რესტორანია, რომელიც მერიკო გუბელაძემ დააფუძნა. ახალ რესტორანში 30-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა