|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თითოეული ქართველის ვალია, პატივი მიაგოს გმირებს, რომლებმაც სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყანა"

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა  აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და  დაღუპულთა ხსოვას პატივი მიაგეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, ყველას ვალია, პატივი მიაგოს გმირებს.  მისივე თქმით, ნაცვლად რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ კონსოლიდირებისა, ხელისუფლებას შიდა დაპირისპირება შემოაქვს.

"თითოეული ქართველის ვალია, პატივი მიაგოს გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყანის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. დღეს აქ მოვედით, რათა პატივი მივაგოთ გმირების ხსოვნას და პატივისცემა გამოვხატოთ იმ ჯარიკაცების მიმართ, როლებიც, არა მარტო აგვისტოს ომში,  არამედ მთელი რუსულ-ქართული საუკუნობრივი ომის განმავლობაში იბრძოდნენ. დღეს სამწუხაროდ, ვუყურებთ ტენდენციას, როდესაც "ქართული ოცნებამ" და  ხელისუფლებამ ნაცვალად იმისა, რომ მოახდინოს კონსოლიდირება  რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და ომის წინააღმდეგ, რომელიც შვიდ აგვისტოს არ დაწყებულა და გაცილებით ადრე დაიწყო, დღეს არის მცდელობა რუსული ნარატივის და  შიდა დაპირისპირების შემოტანისა, რაც მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მე იმედი მაქვს, რომ ამას არ დაუშვებს ქათული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი.  დღეს ყველა, გარდა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისა, ისეთვე ერთიანია, როგორც არასდროს და ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ"-განაცხადა გიგა შუშანიამ. 

ავტორი: ნიუპრესი