|
  • EUR 1 = GEL 3.0007
  • USD 1 = GEL 2.464
|

ქუთაისის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციის პროექტი დამტკიცდა

ქუთაისის თოჯინების თეატრს  17 აპრილს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და  მთავრობის წევრები წარმომადგენლები ესტუმრებიან,  რა დროსაც თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციის გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ. 

არსებული ინფორმაციით, პროექტისათვის, სავარაუდოდ, 600 ათასი ლარი დაიხარჯება. 

პროექტი, რომელიც თეატრის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის ცნობილია. პროექტის თანახმად, სრულად უნდა გარემონტდეს დარბაზი, ფოიე, ფასადი, გათვალისწინებული იქნება სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი თეატრი 1946 წელს შეიქმნა.  თეატრი ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარეობს.  შენობას რეაბილიტაცია ბოლოს 1987 წელს ჩაუტარდა. 

 

როგორი იქნება ქუთაისის თოჯინების თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ?

"მინისტრს ჯერ არ მოვუტყუებივართ" - ქუთაისის თოჯინების თეატრი რეაბილიტაციის მოლოდინში

ავტორი: ნიუპრესი