|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თოჯინების თეატრში სეზონი გაიხსნა

ქუთაისში თოჯინების თეატრმა ახალი, 71-ე სეზონი სპექტაკლით  „ასფურცელა“ გახსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლევან გაბრიჭიძის თქმით, თოჯინების თეატრი მაყურებელს ახალ სეზონზე ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

„ახალი 71-ე სეზონი „ასფურცელა“-თი გავხსენით, 11 სექტემბერს კი ამ და რამდენიმე სხვა წარმოდგენით ბათუმს ვესტუმრებით“-განაცხადა გაბრიჭიძემ.

მისივე თქმით თეატრში "ნაცარქექია"-ს ჩრდილების თეატრით დადგმა იგეგმება.

„თეატრი სიახლეების გარეშე არ არსებობს. ოქტომბრის ბოლოსთვის „ნაცარქექიას“ დადგმას ჩრდილების თეატრის მეშვეობით ვგეგმავთ “-აღნიშნა გაბრიჭიძემ.

შეგახსნებეთ, რომ ქუთაისის „თოჯინების თეატრში“ სამხატვრო ხელმძღვანლის არჩევნები ჩატარდა და მისი პოსტი კვლავ ლევან გაბრიჭიძეს ერგო.
 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა