|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედო" 15 მილიონად შეფასდა

 ლევან სამხარაულის სახელობის  ექსპერტიზის ბიურომ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ "ტორპედოს" უძრავ-მოძრავი ქონება შეაჯამა. ქუთაისის საფეხბურთო კლუბი 15 მილიონ ლარად შეფასდა.

როგორც მერიაში განაცხადეს,  კლუბის გასხვისებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიეწოდა საკრებულოს, რომელიც განიხილავს საკითხს და მოხდება აუქციონის გამოცხადება.
კლუბის შეძენით ამ დროისთვის მხოლოდ ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავაა დაინტერესებული, რომელიც კლუბის მოწყობასთან ერთად ქალაქში სხვა პროექტების განხორციელებასაც გეგმავს.

 

 

 

 

 

ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე გაიყიდება

"ტორპედოს" ყოველწლიური დაფინანსება 5 მილიონი ლარი იქნება"

„ტორპედოს“ ყოფილი პრეზიდენტი კლუბის აუქციონზე შეძენას შეეცდება

„ქუთაისში ვაპირებ სტადიონების, სასტუმროების, ბარების აშენებას“

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი