|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედო" ოქროს რეიტინგის პირველი ადგილის მფლობელი გახდა

ქუთაისის საფეხბურთო გუნდი "ტორპედო" ჯილდოს მფლობელი გახდა. 

 გამარჯვებული ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა 2014-2016 წლების შედეგების მიხედვით გამოავლინა.

სპორტის სფეროში სახელმწიფო საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო კრიტერიუმით  შ.პ.ს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისს“ მიაკუთვნა პირველი ადგილი ოქროს რეიტინგში, როგორც იმერეთის, ასევე ქვეყნის მასშტაბით.

ინფორმაციას კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, კლუბს გამარჯვებულის შესაბამისი ჯილდო და სერტიფიკატი გადაეცა.

ავტორი: ნიუპრესი