|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" ეროვნული ლიგიდან გაგდება ემურება- ფანები პასუხს ზაალ ჩაჩავას თხოვენ

ქუთაისის "ტორპედოს" ფან-კლუბი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს. 
 კლუბის გულშემატკივრები არსებულ მდგომარეობის შესახებ წერენ. მათი განცხადებით, კლუბს ლიგიდან გაგდება ემუქრება. 

 "თუ 31 აგვისტომდე "ტორპედოში" დავალიანება არ გასწორდება,  კლუბს 6 ქულას ჩამოაჭრიან და ამის შემდეგ უკანასკნელ ვადას მისცემენ ჩაჩავას, 2 კვირას და თუ იმ 2 კვირაშიც არ გასწორდება დავალიანება,  "ტორპედოს" ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გააგდებენ.

ეს თუ მოხდ, ა ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება, ბევრი რამ გადავყლაპეთ, მოვისმინეთ უამრავი ტყუილი დაგვეშალა გუნდი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც 2 თვეა, კაპიკი არ აუღიათ", - წერენ ფანები. 

 
ისინი ჩაჩავას განცხადების გაკეთებისათვის 4 დღის ვადას აძლევენ,  დახმარებისათვის კი ქუთაისის  მერიას და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებენ.   წინააღმდეგ შემთხვევაში ფანები უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.
 
 31 აგვისტოს "ტორპედო" შეხვედრას "ვით ჯორჯიასთან" გამართავს. მატჩი წყალტუბოში გაიმართება. 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა