|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ”ტორპედოსა” და თბილისის ”დინამოს” მატჩი მაყურებლის თანხლებით ჩატარდება

დღეს, 16:00  საათზე, დინამოს არენაზე ქუთაისის ”ტორპედოსა” და თბილისის ”დინამოს” განმეორებითი მატჩი ჩატარდება. შეხვედრა მაყურებლის თანხლებით ჩატარდება.
მატჩთან დაკავშირბით "ტორპედოს" ფანკლუბმა განცხადება გააკეთა: "მიუხედავად იმისა, რომ გუნდი-გუნდს არ გავდა, ერთ ადამიანსაც არ დაცდენია თქვენზე ცუდი, რა თქმა უნდა ფან-ტრიბუნებს ვგულისხმობ, იცით რატომ?! ჯერ მინიმუმ 1 % მაინც არის შანსი, რომ სეზონი უტიტულოდ არ დავასრულოთ.  ჩვენ გვჯერა! 1 თამაშის მოგება ნებისმიერ გუნდს შეუძლია! მიუხედავად იმისა, თუ რა სიტუაცია არის გუნდში! 1 თამაში მარტო იმ ფანების გამო უნდა მოიგოთ, "ტორპედოს" გამო განყოფილებებში დაარბენინებენ!  არა, თამაში არ არის, ეს უფრო მეტია,  ღირსებაა, ის ღირსება რომელსაც მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, ტრიბუნაზე წლებია ვიცავთ! როდესაც ტორპედოს ფორმა გაცვია, ვერ აცნობიერებ თუ რა კლუბში ხარ, თუ რა ფანები დგანან ფეხზე, თუ რა აურა ამ ქალაქში, რომ მიდიან მერე ხვდებიან ამას! ვიცი, ბევრ თქვენთაგანს უკვე სხვა კლუბებისკენ მიგიწევთ გული, მაგრამ ჯერ  მნიშვნელოვანი თამაშია მოსაგები. აი მერე გპირდებით, ვინც არ უნდა წახვიდეთ, მაინც მადლობელი ვიქნებით! ჩვენ ვართ "ტორპედო"
"ტორპედო" მატჩს დიდი დანაკლისით გამართავს. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო თამაშს ვერ შეძლებს. თუმცა კლუბის გულშემატკივრები წარმატებულ  მატჩს ელიან.  

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა