|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოს" ფანებმა ავტობანი გადაკეტეს

ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბმა გზის გადაკეტვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათი განცხადებით, ისინი თბილისში თამაშზე დასასწრებად გაემგზავრნენ, რა დროსაც მოხდა მათი გაჩერება. ფანკლუბის წევრებმა ამის გამო ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

 „გორთან სისტემა გვაჩერებს უმიზეზოდ. სისტემა ცდილობს ფანების გარეშე ჩატარდეს დერბი,  ავტობანი გადაკეტილია, ველოდებით მოვლენების შესაბამის განვითარებას“-განმარტავენ გულშემატკივრები.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოხდა მხოლოდ ერთი ავტომობილის გაჩერება.
„გაჩერდა მხოლოდ ერთი ავტომობილი. მძღოლს საბუთები არ ქონდა წესრიგში. ამ დროისთვის ხარვეზები აღმოფხვრილია, რაც შეეხება სხვა მძღოლებს, ისინი თავად გაჩერდნენ, ჩვენი მხრიდან  რაიმე სახის შეფერხება არ ყოფილა“-აცხადებენ შსს-ში.


დღეს ქართული დერბზე  ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ უპირსპირდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი