|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრენინგი სასათბურე ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ჩინური ორგანიზაცია „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ 17-28 ივნისს, ქ. რუსთავში სასტუმრო რუსთავში ატარებს 12 დღიან სასწავლო სემინარს დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

ტრენინგი მიზნად ისახავს ფერმერთა ცოდნის ამაღლებას სასათბურე ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ.) ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ინფორმაციის გადაცემას მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკაზე, სტრუქტურაზე და სხვ.

ტრენინგს გაუძღვებიან ქართველი და ჩინელი ექსპერტები.

12 დღიან ტრენინგში მონაწილეობა, სასტუმრო და კვება უფასოა. მონაწილეობისმსურველებს გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ აპლიკაცია:

https://goo.gl/xUcOSZ

იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია.

(R)

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა