|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვალენტინო დევასკო - "საქართველო ძალიან შემიყვარდა" [VIDEO]

 პერუს მოქალაქემ, მოგზაურმა  ვალენტინო დევასკომ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეხვედრა გამართა. მოგზაურმა და მუსიკოსმა მსოფლიოში ოთხწლიანი მოგზაურობის შესახებ ისაუბრა და ქუთაისელებს მისი სიმღერები გააცნო.

 

 

 

ვალენტინომ მისი მოგზაურობის შესახებ ვიდეო რგოლი გადაიღო, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოში მოგზაურობის ამსახველი კადრებიც არის.  ვალენტინოს თქმით, ის ბედნიერია, რომ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, მის მეგობარ გოგონასთან ერთად.

"ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. აქ, პირველად ერთი წლის წინ ჩამოვედი და ძალიან შემიყვარდა აქაურობა. წელს მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვითეთ რაჭაში დავისვენოთ. ძალიან მომწონს რაჭა, სვანეთი, ბორჯომი და რა თქმა უნდა, ქუთაისიც. მოგზაურობასთან ერთად მუსიკით ვარ გატაცებული, ძალიან მომწონს ქართული  სიმღერები, თუმცა ჯერჯერობით კარგად ვერ შევისწავლე, მაგრამ პირობას ვდებ, მალე უკეთ ვისწავლი",-განაცხადა დევასკომ.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა