|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტურისტული ზონა, კვების ობიექტები, საგამოფენო სივრცე"-რა იგეგმება რიონისპირა დასახლებაში?

მერიის ინიციატივა რიონისპირა სახლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უკვე წარედგინა მუნიციპალური განვითარების ფონდს. ფონდის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ადგილზე სამუშაოები დაიწყება. პროექტი რამდენიმე მილიონი ღირს. მასშტაბურობიდან გამომდინარე, მერიაში ვერ საუბრობენ ზუსტ ვადებზე, თუმცა აცხადებენ, რომ რიონისპირა სახლები ქუთაისის სავიზიტო ბარათი გახდება. 

„დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ფონდში წარვადგინეთ, რომ მოხდეს დაფინანსება, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია გადაუდებელი აუცილებლობაა ტურიზმის განვითარების მხრივ. ადგილზე მოეწყობა ტურისტული ზონა, კვების ობიექტები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, რიონისპირა დასახლება ქუთაისის სავიზიტო ბარათი გახდება. დიდი პროექტია, ჯერ  მარჯვენა სანაპირო მოეწყობა, შემდგომ  ფერდი და მარცხენა სანაპირო“,-განაცხადა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ჩხიკვაძემ, რომლის თქმითაც, პროექტის დამტკიცების შემდგომ დაიწყება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა, რათა მოხდეს ყველას ინტერესების გათვალისწინება.

რიონისპირა სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, პროექტზე მუშაობის დროს მაქსიმალურად ჩაერთვება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, მოხდება იერსახის შენარჩუნება. მერიაში განმარტავენ, რომ შენარჩუნდება  მეცხრამეტე საუკუნის ნიმუშები, ასევე იმერეთის მხარისთვის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრების ნიმუშები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა