|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თურქეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გუშინ თურქმა სამართალდამცველებმა ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ მანქანებისა და სახლების ძარცვა.

როგორც თურქული მედია წერს, დაკავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის ერთი დაკავებული ქალია.

პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოახდინა. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ამოღებულია ოქროულობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.

ავტორი: ნიუპრესი