|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების 16 მონაწილე ლიკვიდირებულია

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების 16 მონაწილე ლიკვიდირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ავრცელებს.

პოლიციის მეთაურის განმარტებით, გადატრიალების ორგანიზატორებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება სამხედრო შტაბებთან მოხდა. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დამატებით 250 ადამიანი დააკავეს.

ამ დროისთვის ქვეყნის შეირაღებული ძალებიდან 29 პოლკოვნიკი და 5 გენერალი გაათავისუფლეს.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაღის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 754 ადამიანია დაკავებული.

ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სახელმწიფო გადატრიალებაში მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ფეტჰულა გიულენი დაადანაშაულა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა პოლიტიკოსმა ბრალდებები უკვე უარყო. 


შეგახსენებთ, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გუშინ გვიოან ღამით დაიწყო. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.

მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილიზირდებოდა.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიმდინარე ორმხრივი შეტაკებებისას, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი მძიმედ დაშავდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა