|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თვითმმართველობასთან არ მივედით, მათი დაბოქლომება იქნებოდა "მკვდარზე ვენოკი"

გაერთიანებული ოპოზიციის და საინიციატივო ჯგუფების წევრებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და ჭიშკარი დააბოქლომეს. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მთავარი დაპირება არ შეასრულა, ამიტომ ისინი ხელისუფლებას ყოველდღიურად დისკომფორტს შეუქმნიან.

"ბიძინა ივანიშვილმა უმთავრეს დაპირებას თვითონვე გაუკეთა იგნორი და გამოიწვია სამართლიანი გულისწყომა. ეს ყველაფერი იღებს კამპანიურ ხასიათს "მაინც დაგაბოქლომებთ" სახელით და სიმბოლურად დავაბოქლომებთ უწყებებს. დღეს თვითმმართველობასთან არ მივედით, მათი დაბოქლომება იქნებოდა "მკვდარზე ვენოკი", ამიტომ დავაბოქლომეთ სასამართლო, ისე როგორც სხვა უწყებები და გასაღებს ვაძლევთ ხალხს. ამ ყველაფერს ექნება კამპანიური ხასიათი და სიურპრიზებით გავანწბივრებთ ხელისუფლებაა, ბილომდე ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ"-განაცხადა გაერთიამებული ოპოზიციის წარმოაგენელმა გია თევდორაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა