|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უალტერნატივოა ორივე მხარის მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი წლიური ანგარიშის წარდგენის დროს ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ გასათვალისწინებელია, როგორც მოსახლეობის, ისე ინვესტორის მოსაზრებები.

პრეზიდენტმა ინიციატივა გამოხატა, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ერთად განიხილავენ მსგავს პრობლემებს.

"ერთის მხრივ, ის საზოგადოება, რომლის წუხილიც ძალიან კარგად მესმის და თანავუგრძნობ, ითხოვს ჩვენი მიწისა და ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან.

ადგილობრივი მოსახლეობა და არა მხოლოდ, აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისას და ტურიზმის პოტენციალს, მეორეს მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას, ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებს, ორივე ძლიერი არგუმენტებია, უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება.

ამისათვის, საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის.

სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები ბუნების დამცველები, მოსახლეობა და ექსპერტები ერთად განიხილავენ არამხოლოდ ამ ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსაც. მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს ასეთი მსჯელობა, თუ საჭიროდ ჩაითვლება პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებული იყოს ამ მიზნით", - ამბობს პრეზიდენტი. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა