|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უახლოესი ორი კვირის შემდეგ, შესაძლოა, შეზღუდვები კიდევ შემსუბუქდეს

უახლოესი ორი კვირის შემდეგ, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება.

"გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, რომ შაბათ-კვირას ჩვენი სახელმწიფო სტუმრები, თუ ჩვენი მოქალაქეები ვერ მიდიან ერთმანეთში და ვერ სადილობენ. რა თქმა უნდა, ეს დარტყმაცაა სარესტორნო ინდუსტრიისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, შევძლებთ, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ", - განაცხადა თურნავამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა