|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უბედური შემთხვევის შედეგად ჟურნალისტი ზვიად თხელიძე გარდაიცვალა

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა ”2030”-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა დუშეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა.

ზვიად თხელიძეს  ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა. გარდაცვლილის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.

ავტორი: ნიუპრესი