|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უცხოელი ექსპერტებიც გვიდასტურებენ, რომ გელათის უნიკალური ფერწერის მნიშნელოვანი ნაწილი დავკარგეთ" - თორნიკე ბარათაშვილი

უცხოელი ექსპერტებიც გვიდასტურებენ, რომ გელათის უნიკალური ფერწერის მნიშნელოვანი ნაწილი დავკარგეთ, - ამის შესახებ "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, უცხოელი ექსპერტების შეფასებით მოხდა იმის აღიარება, რომ პროცესი, რასაც რეაბილიტაცია დაარქვეს, ჩავარდა. 

"გუშინ ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, სადაც უგო ტონიეტიმ და სხვა ექსპერტებმა  ისაუბრეს მძიმე პრობლემებზე, განაცხაეს რომ ფრესკებიდან საღებავის ფენების ცვენა მიმდინარე პროცესია და სახურავის  გადახურვაც არასწორადაა გადაწყვეტილი. პრაქტიკულად, ზოგადი დასკვნა უკვე დადებულია, ველოდებით დოკუმენტს, სადაც დეტალურად იქნება ყველაფერი გაწერილი. მაგრამ მხოლოდ დასკვნების იმედად ვერ ვიქნებით, თუ რაღაც ძირეულად  არ შეიცვალა.  დასკვნები იმის შესახებ რომ მდგომარეობა ძალიან კრიტიკული იყო,  ერთი წლის წინ გვქონდა გაკეთებული. ამას პრინციპში არც უცხოელი ექსპერტების მოწვევა ჭირდებოდა და მათი დადასტურება", -  განაცხადა ბარათაშვილმა. 

 

შეგახსენებთ,  კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულმა იუნესკოს ექსპერტებმა, რომლებმაც გელათის სამონესტრო კომპლექსში ჩატარებული სამუშაოების შედეგად შექმნილი პრობლემები შეისწავლეს, განაცხადეს, რომ მძიმე მდგომარეობაა ტაძარში, მათ შორის  ფრესკებთან მიმართებით.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა