|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უფასო მედიკამენტების პროგრამას, შესაძლოა, ახალი წამლები დაემატოს

 უფასო მედიკამენტების პროგრამას, შესაძლოა, ახალი წამლები დაემატოს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  ზაზა სოფრომაძემ განაცხადა. 

მისი თქმით,  სახელმწიფო პროგრამა უფასო მედიკამენტებით სარგებლობის თაობაზე ანალიზდება და არ არის გამორიცხული, რომ ამ პროგრამაში კორექტივები შევიდეს.

“ბუნებრივია, ახალი მედიკამენტების დამატებას და საერთოდ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, კარგი ანალიზი სჭირდება, თუ რა ხდებოდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, როდესაც დაიწყო ეს ახალი პროგრამა. სწორედ ამ სტადიაში ვართ, ანალიზდება ახლა მიღებული შედეგები და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პროგრამაში რაღაც კორექტივები შევიდეს”, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

 

შეგახსენებთ, უფასო წამლების პროგრამა სოციალურად დაუცველთათვის ძალაში 1 ივლისიდან შევიდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა