|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

"უკმაყოფილო პატიმართა რიცხვი 15-დან 22 პროცენტამდე მერყეობს"

2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის უფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული კვლევა მოიცავს სოციოლოგიურ გამოკითხვას, რომელშიც 943 პატიმარმა მიიღო მონაწილეობა.

კვლევის ანგარიშში დადებითად არის აღნიშნული 2013 წლიდან პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით გატარებული არაერთი რეფორმა, რომელმაც ხელი შეუწყო პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რასაც სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს.

"მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ პატიმართა რაოდენობა, რომელიც პენიტენციური ჯანდაცვის სერვისებს უარყოფითად აფასებს. თუ 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მიღებულ სამედიცინო მომსახურებას უარყოფითად გამოკითხულ პატიმართა 72% აფასებდა, ბოლო კვლევის მიხედვით, მიწოდებული მომსახურებით უკმაყოფილო პატიმართა რიცხვი 15-დან 22%-მდე მერყეობს.

გამოკითხულ პატიმართა 12,5-დან 25,7 %-მდე მომსახურებას არც დადებითად და არც უარყოფითად არ ახასიათებს ან უჭირს პასუხის გაცემა, პატიმართა 72,6 % დადებითად აფასებს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაწეულ სერვისს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების და პენიტენციური დაწესებულებების შემთხვევაში კი - შესაბამისად 44,8 %, და 59,2%", -ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის შედეგების თანახმად, მიუხედავად პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და გამოწვევა რჩება. 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა