|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უპატრონო ძაღლები სკოლის ეზოში - მშობლები რეაგირებას ითხოვენ

ქუთაისში, რიონჰესის დასახლებაში მცხოვრებლები უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მომრავლებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ბოლო დროს დასახლების მიმდებარედ ძაღლების სიმრავლე შეიმჩნევა, მათივე თქმით, ცხოველები #16 საჯარო სკოლის ეზოში იკრიბებიან.

„შეუძლებელია სკოლის მიმდებარედ გავლა. ძაღლები დილა–საღამოს სკოლის მიმდებარედ დადიან. ბავშვები ამ დაავადებულ ცხოველებს ეთამაშებიან და შეიძლება დაკბონონ ძაღლებმა. არავინ აკონტროლებს ტერიტორიას, ქალაქიდან მოყავთ ძაღლები და მიმდებარედ, მუხნარის ტყეში უშვებენ. მშიერი ძაღლები კი დასახლებაში მოდიან“,–აცხადებენ ადგილობრივები.

ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა მოვლა–პატრონობა მერიის ააიპ „სპეციალურ სერვისი“ ახორციელებს. როგორც ააიპში აცხადებენ, უპატრობო ცხოველებს  ვაქცინაცია უტარდება, შემოწმების შემდეგ ძაღლებს ისევ ქუჩაში აბრუნებენ. რაც შეეხება, ძაღლების  ქალაქგარეთ გაყვანას, მათივე ინფორმაციით, ტყეში და ქალაქგარეთ ძაღლებს მოქალაქეები უშვებენ, ეს ძაღლები შემდეგ დასახლებულ პუნქტსა და სკოლასთან მიდიან. 

ააიპის ინფორმაციით, თუ ცხოველი დაავადებულია და საფრთხეს წარმოადგენს, მათ შეტყობინების შემდეგ მოხდება მათი გადაყვანა თავშესაფარში.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა