|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

უპურობა და კრიმინალური ამბები ძველი ქუთაისიდან

"25 მაისს, ღამით ვიღაც  ქურდებს, გისპიტლის ქუჩაზე გაუტეხიათ წვრილი სავაჭრო დუქანი, საიდანაც  300-400 მანეთამდე ღირებული სხვა და სხვა საქონელი გაუტანიათ"- წერს გაზეთი  "ჩვენი მეგობარი. 

იმავე გვერდზე გაზეთი მეორე ფაქტის შესახებაც იუწყება, - "გუშინ ყაფანთან დააპატიმრეს ჯიბგირი, რომელმაც მუშას 60 მანეთი ამოართვა ჯიბიდან. დაპატიმრებული აღმოჩნდა სოფ. ჩუნეშის მცხოვრები, კაპიტან მიქაბერიძე".

საუკუნისწინანდელი პრესის ფურცლებზე მსგავსი  ფაქტები ხშირია, ეს კი დაკავშირებულია  ქვეყანაში არსებულ უკიდურეს გაჭირვებასთან  -ამის შესახებ  "ჩვენი მეგობარი"-ს  მაისის ნომერში  ვკითხულობთ:

"ქუთაისში პურის დიდი ნაკლებობაა. ფურნეებს დიდი ხალხი აწყდება ყოველ დღე და საათობით იცდის ხოლმე პურის მოლოდინში. გუშინ სამწუხარო ამბავს ჰქონდა ადგილი ერთ ფურნესთან: პურის საყიდლათ მოვიდა ერთი მენახშირე. გააჩერა ურემი და თვითონ ჩადგა რიგში. აქ ერთმა ჯიბგირმა მას ჯიბიდან 40 მანეთი ამოაცალა. მენახშირემ სიმწრისგან ჩოხა -ახალური შემოიხია ტანზე და ცხარე ცრემლებით დაიწყო ტირილი. თუმცა იმ დროს მან შენიშნა ის ჯიბგირი, მაგრამ მშველელი იქ არავინ იყო და ჯიბგირმაც თავისუფლად გაინავარდა".

 

პრესაში მოხვდა სუიციდის ფაქტიც - ქალის თვითმკვლელობის მიზეზი მამის გარდაცვალება გამხდარა.

 

შეგახსენებთ,  "ნიუპრესი“  ქუთაისში გამომავალ გაზეთებში ზუსტად 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაცნობთ.

 

ფოტოზე:  ბაზრის ქუჩა ქუთაისში, ახლანდელი ნიუპორტის ქუჩა - ფოტო არქივი

 

მსგავსი: "არ გვინდა თავისუფლება- არ გვინდა ავტონომია?"

მიწის სოციალიზაცია -მიწა საზოგადო საკუთრებად გამოცხადდა

"დააპატიმრეს ორი ჯიბგირი, რომლებსაც მეეტლე გაუძარცვავთ"

"საშინელი ამბავი დატრიალდა შაბათს, 29 აპრილს ქუთაისში"

ავტორი: ირინა მაკარიძე