|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უვიზო რეჟიმით საქართველოს მოქალაქეებმა დაახლოებით 240 000-ჯერ ისარგებლეს

2017 წლის 28 მარტიდან დღემდე უვიზო რეჟიმით საქართველოს მოქალაქეებმა  დაახლოებით 240 000-ჯერ ისარგებლეს- აღნიშნულის შესახებ ქუთაიში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადეს, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს, შსს-ს,  ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს,  საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის კუთხით დღეს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევისა და თავშესაფრის პროცედურებით ბოროტად სარგებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიონ მხოლოდ კანონიერი გზა ევროპაში გასამგზავრებლად და არ გამოიყენონ თავშესაფრის პროცედურები არაკანონიერი მიზნებისთვის. ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების 97% არ კმაყოფილდება, მათ უარს ეუბნებიან სტატუსის მინიჭებაზე და უკან აბრუნებენ სამშობლოში.

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა ხორციელდება.  იმერეთის რეგიონში 12 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. 

 შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა