|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უხვქულიანი შერკინება ქუთაისში

ქუთაისში დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვქულიანი თამაში გაიმართა. გუნდებმა ჯამში 8 ლელო გაიტანეს და 68 ქულა მოაგროვეს, გამარჯვება კი თბილისის "არმიას" დარჩა.

სტუმრებმა "ბაგრატს" 5 ლელო გაუტანეს პირველმა ტაიმმა სტუმართა დომინირებით ჩაიარა. 
ტაიმის შუაში "ბაგრატმა" საკუთარ ნახევარზე დაკარგა ბურთი, მახარაშვილმა მარჯვენა ფლანგზე უპირატესობა გამოიყენა და თედო დევიძემ ლელო გაიტანა. 

ქუთაისელებმა ორი ლელოთი ჩამორჩენა შამცირეს და ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით ნუგეშის პრემია ჩაიწერეს სტუმარმა გუნდმა კი გამარჯვება მოიპოვა.
თამაში ანგარიშით 31:37 დასრულდა.

ავტორი: ნიუპრესი