|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ვაკანსიები გამოცხადდა

ქუთაისის თვითმმართველობაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ვაკანსიები ქუთაისის მერიასა და საკრებულოში გამოცხადდა.  

hr.gov.ge-ზე ამ დროისათვის ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული 13 ვაკანსია იძებნება, მათ შორის ხუთი სამსახურის უფროსის, მოადგილეების, განყოფილებების უფროსების  და სპეციალისტების ვაკანსიები. კონკურსი გამოცხადებულია  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ადამიანური რესურსებისა და მართვის განყოფილების უფროსის, შიდა აუდიტის განყოფილების უფროსის, ადმინისტაციული სამსახურის სპეციალისტის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და და სამსახურის უფროსის, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის, ეკომონიკური განვითარების, ადგილობრივი ქონებისა და ტრანსპორტის მართვის  სამსახურის უფროსის და ამავე სამსახურის სპეციალისტის, ასევე საფინანსო სამსახურის უფროსის, საბინაოს სამსახურის უფროსის და ამავე სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. 

ქუთაისის საკრებულოში ამ დროისათვის 8 ვაკანსიაა გამოცხადებული. ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, მედიასთან და საზოგადოებასთან ურღიერთობის განყოფილების უფროსის, ადმინისტაციული განყოფილების მეორე კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე -საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში, ასევეა კონკურსი კულტურის განყოფილების კომისიაში მეორე კატეგორიის სპეციალისტის, ასევე საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების მეორე კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე. ვაკანსიები 27 დეკემბრამდე. 

კონკურსი გამოცხადებულია საკრებულოს მძღოლის, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე.

ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ქუთაისის მერიის ოფიციალურ საიტზე არ იძებნება. 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი