|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვალერი მინდიაშვილს საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენი გადაეცა

დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სახელოვან ქორეოგრაფს ვალერი მინდიაშვილს საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენი გადასცა.

აღნიშნული ჯილდო უხუცეს ქორეოგრაფს საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირმა ცოტა ხნის წინ მიანიჭა. ქორეოგრაფს წარსულში მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი. ამასთან ის საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირის ამაგდარის ორდენის კავალერია.

ვალერი მინდიაშვილი, ამასთანავე, საქართველოს ავტომატიკის სპეცგაერთიანებას ხელმძღვანელობდა.  ამჟამად იგი სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაცია - შპს „ტექნოგრუპის“ დამფუძნებელია.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის და გუბერნიის წევრები ესწრებოდნენ. მათ ქორეოგრაფს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი