|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების ვადა გახანგრძლივდა

ვანის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები, რომელიც  2016 წელს დაიწყო, ჯერ არ დასრულებულა. დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. არსებული ინფორმაციით, სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი "მსოფლიო ბანკის" დაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი ოთხსართულიანი შენობის (მუზეუმის) მშენებლობა. ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

პროექტის დასრულების შემდეგ, მუზეუმი  საერთაშორისო სტანდარტების გახდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება.

მუზეუმი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტის ღირებულება 14 მილიონ ლარია.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა