|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის მუნიციპალიტეტის მცხოვრებ 75 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვანის მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადეს. ამ წუთებში ადგილზე ბლოკპოსტი ეწყობა, შეზღუდვაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. 75 წლის ქალი კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი რამდენიმე დღის წინ თბილისში იყო,  ვანში დაბრუნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და კლინიკაში გადაიყანეს. მისი მეუღლე ერთ-ერთ მაღაზიას სამშენებლო მასალით ამარაგებდა და ბევრ ადამიანთან ქონდა ერთიერთობა. თუმცა ინფიცირებული ქალის შვილი ამბობს, რომ მამა ბოლო პერიოდში მაღაზიაში არ მუშაობდა და მხოლოდ რამდენიმე მეზობელთან ქონდათ კონტაქტი. 

ინფიცირებული ქალი დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისში იყო, მას შემდეგ, რაც ამ ქალის შვილიშვილს ტემპერატურა ქონდა, ის ავტომობილით ვანში წამოიყვანეს.  შვიდი დღის წინ კი მას და მის მეუღლეს იგივე სიმპტომები დაუფიქსირდათ, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. 

სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟმა ისინი სამტრედიაში ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, მამაკაცს კი გუშინ ანალიზი არ აუღეს, ახლა ორივე ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფება.

ინფიცირებული ქალის შვილი ამბობს, რომ დაავადების პირველწყარო უცნობია. მისივე თქმით, ამ დრომდე ოჯახში ეპიდემიოლოგები არ შესულან და შეწამვლა არ მომხდარა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა