|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის მუზეუმისა და ნაქალაქარის რეაბილიტაციისათვის 14,5 მილიონი ლარი გამოიყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიის სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს. 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ინფორმაციით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. 
უწყების ინფორმაციით, სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის პირველი მოადგილე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ეროვნული მუზეუმის დირექტორი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი მიაწვდიან.
”ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას”, - ნათქვამია განცხადებაში. 


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა