|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანისა და ხონის არჩევნებს ოპოზიციურმა პარტიებმა, შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადონ

14-მა ოპოზიციურმა პარტიამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ვანსა და ხონში გაიმართება, შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი, „ლიდერთა საბჭოს“ დღეს დაგეგმილ სხდომაზე გახდება.

არჩევნების ბოიკოტირების საკითხის განხილვის გარდა ოპოზიციური პარტიები იმსჯელებენ ლეიბორისტების ინიციატივაზეც. საუბარია არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო, სამართლებრივ მოვალეობად გამოცხადებაზე.

ამ დროისათვის 28 აპრილს ჩანიშნული შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა. "ქართული ოცნება" კი ვანი-ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის წარდგენას გეგმავს. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაიაც. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა