|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანისა და ხონის არჩევნებს სამი კანდიდატი გამოეთიშა

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 9 კანდიდატიდან 6 დარჩა. მაჟორიტარობის სამი კანდიდატი არჩევნებს გამოეთიშა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის კახაბერ მჟავანაძის განცხადებით, „თავისუფალი საქართველოდან” შოთა მაქაცარიამ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან” გიორგი ხალიჩავამ,  გადაწყვეტილება „ახალი ქრისტიან დემოკრატების” კანდიდატის, მამუკა ტუსკაძის სასარგებლოდ მიიღეს. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანდიდატურა მოიხსნა ასევე „პატრიოტთა ალიანსიდან” გიორგი ხურციძემ, მაგრამ საოლქო კომისიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საოლქო კომისიას მხოლოდ ორმა კანდიდატმა მიმართა.

შუალედურ არჩევნებში ვანი-ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 6 კანდიდატს შორის მოუწევს.

ტრადიციონალისტები“- ამირან ქართველიშვილი,

„ევროპული საქართველო”- გიგი უგულავა,

პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველო”- გიორგი ლილუაშვილი,

„ახალი ქრისტიან დემოკრატები”- მამუკა ტუსკაძე,

დამოუკიდებელი კანდიდატი- ტარიელ კოპალიანი,

„ქართული ოცნება”- გივი ჭიჭინაძე.

 შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.

 

ხონისა და ვანის დეპუტატობის სურვილი 9 კანდიდატმა გამოთქვა

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა