|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში 10 600 აბონენტს ელექტროენერგია გაეთიშება

"ენერგო პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 23 აგვისტოს ვანსა და მის  სოფლებს დენი  07:00 საათიდან 13:00 საათამდე გაეთიშება

კომპანიის განცხადებით, დაგეგმილია  პროფილაქტიკური მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „ფერეთაზე“ და ქვესადგურ „ზეინდარში“.

 

დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ძაბვის მიწოდება 07:00-13:00 საათამდე შეუწყდებათ მომხმარებლებს ქალაქ ვანში და სოფლებში ზედა ვანი, ბზვანი, დიხაშხო, ციხესულორი, სალხინო, შუამთა, ისრითი, გადიდი, ონჯოხეთი, ზეინდარი, ფერეთა, საპრასია, უხუთი, ამაღლება,  მუქედი, ყუმური, ტობანიერი. მომხმარებელთა ენერგომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 10600 მომხმარებელს. 

ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ატარებსყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა