|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში "ევროპული საქართველოს" წევრის მანქანა დააზიანეს

„ევროპული საქართველოს“ ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კობა ძაგნიძის ინფორმაციით, პარტიის წევრს, აპოლონ რამიშვილს მანქანა დაუზიანეს, ასევე აცხადებს, რომ  რაიონში პარტიის კოორდინატორებს აშინებენ და მათზე ზეწოლას ახდენენ.

„ჩვენი კოორდინატორის, ბადრი ოჩხიკიძის დაშინებას ცდილობდნენ უნომრო სატელეფონო ზარით, რის გამოც, ჩვენი პარტიის წევრი, საკრებულოს დეპუტატი აპოლონ რამიშვილი წუხელ, გვიან ღამით, სოფელ შუამთაში მივიდა ბადრი ოჩხიკიძესთან. მან დაახლოებით, 10 წუთი დაჰყო ოჩხიკიძის ოჯახში, იქედან გამოსულს კი, საკუთარი ავტომობილი დაზიანებული დახვდა. კერძოდ, მანქანის უკანა შუშა დაახლოებით, 2-კილოგრამიანი ქვით დახვდა ჩამსხვრეული. ეს ქვაც იქ ეგდო. ამ პიროვნებას მტერი არ ჰყავს ასეთი რამ რომ გაეკეთებინა. ჩვენ დაგვსდევენ „ოცნების“ აქტივისტები და მანქანა გაბოროტებულმა ხალხმა დაგვიზიანა. მანქანიდან წაღებული არაფერია, მხოლოდ შუშაა ჩამსხვრეული"-განაცხადა კობა ძაგნიძემ.  მომხდარის გამო ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, მიმდინარეობს გამოძიება. 

პარტიის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ხდება კოორდინატორების დაშინება. მხარდამჭერებს უნომრო ზარებით უკავშირდებიან და ამომრჩევლების პირადობის მოწმობების მიტანას სთხოვენ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი