|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვაქცინაციის პროცესში არავითარი შეფერხება არ იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი

ვაქცინაციის პროცესში არავითარი შეფერხება არ იქნება, - ამის შესახებ  პრემიერ- მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  ირაკლი ღარიბაშვილის თქმით "ფაიზერის" ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოში ზაფხულში, ივნისი-ივლისის პერიოდში შემოვა.

"ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღება ვაქცინების, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქციენები, ამის თაობაზე დეტალურად რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია "ფაიზერის" დამატებით შემოტანაზე ზაფხულში, ივნისი-ივლისის თვეში დაახლოებით, ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, აქვთ მოლაპარაკება ჩინური ვაქცინა "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ქარხნებთან დამატებითი დოზების მისაღებად. ასევე, ელოდებიან "მოდერნასა" და "ნოვოვაქსის" ვაქცინების შემოტანას. 

"ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, გვაქვს მოწერილი ხელშეკრულებები და ამ უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ დამატებით დოზებს მივიღებთ. ასე რომ, არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში", - თქვა პრემიერმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა