|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვართ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მი­ის ზღვარ­ზე"-ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე

"ვართ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მი­ის ზღვარ­ზე და შე­იძ­ლე­ბა ეს უმარ­თავ პრო­ცე­სებ­ში გა­და­ვი­დეს" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რმა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში პე­რი­ო­დი მო­მა­ვა­ლი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა, ამი­ტომ, გამ­ყრე­ლი­ძე მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, და­იც­ვან სა­ხელ­მწი­ფოს და ჯან­დაც­ვის სფე­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

"ეს ოთხი კვი­რა, მო­მა­ვა­ლი ერთი თვე ემ­თხვე­ვა ყვე­ლა­ზე დიდ დღე­სას­წა­ულს ქვე­ყა­ნა­ში. იცით, რა­ზეც ვსა­უბ­რობ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მე ახლა ამის თქმა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­ჭირს, მაგ­რამ იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ მო­წო­დე­ბებს და უნდა მივ­ყვეთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს"-განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ბოლოს გამოვლენილი რამდენიმე შემთხვევის დროს ვერ მოხდა ინფექციის კერის დადგენა, რის გამოც შესაძლოა საქმე შიდა გავრცელების პრეცედენტთან გვქონდეს.

 

ავტორი: ნიუპრესი