|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვაჟა ჭყონიას "სიცილის კარდიოგრამა"(ვიდეო)

ვისაც ქუთაისურ იუმორზე სმენია, მან ვაჟა ჭყონიას სახელიც იცის და მისი ხუმრობებიც. მეგრული გვარის იუმორისტის ოჯახი ქუთაისში გურიიდან ჩამოსულა, ამიტომ მისი იუმორი გამორჩეულია. რამდენიმე წელია, ავადმოფობის გამო სახლიდან იშვითად გადის. მთელს დღეს თავის დარიკოსთან ერთად ატარებს. ამბობს, რომ მან გააძლებინა ამდენი ხანი და კიდევ შვილიშვილების სიყვარულმა. ოთხი შვილიშვილის ბაბუა მხიარულად იმეორებს პატარა შვილიშვილის ნათქვამ ფრაზებს.

 „სიცილის კარდიოგრამა“–ამ სახელწოდების წიგნში გააერთიანა ვაჟა ჭყონიამ საკუთარი მოგონებები და ქუთაისური იუმორი ამგვარად შემოინახა.

ქუთაისის ქომაგს დღევანდელი ქუთაისი არ მოსწონს. ამბობს, რომ ურთიერთობები გაცივდა და დღეს ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ და იუმორიც გაიშვიათდა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა