|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ''ეტალონის'' 9 საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდა

ქუთაისში,  სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტის "ეტალონი"  გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ. 

ინლელექტ-შეჯიბრის რეიტინგში მე-9 ადგილზე გავიდა საერთაშორისო ასოციაცია ''ინტელექტის'' მე-9 კლასის მოსწავლე ანანო კუბლაშვილი (61 ქულა). 

მე-8 ადგილზე გავიდა ქუთაისის N14 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლევან კეზევაძე (62 ქულა).

მე-7 ადგილზე გავიდა ქუთაისის N31 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ილია შალიკიანი (63 ქულა).


მე-6 ადგილზე გავიდა ქუთაისის N38 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიკა გაბუნია (64 ქულა). 


მე-5 ადგილზე გავიდა ქუთაისის N40 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ილია გირგვლიანი (65 ქულა).


მე-4 ადგილზე გავიდა ქუთაისის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ერეკლე შათირიშვილი (66 ქულა). 


მე-3 ადგილზე გავიდა ქუთაისის N23 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ დენოსაშვილი (66 ქულა).


მე-2 ადგილზე გავიდა ქუთაისის  N22 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გურამ მანაგაძე (70 ქულა). 


''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ქუთაისის N28 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინო სინატაშვილი დაეუფლა (74 ქულა).
 

სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" ოპერის თეატრში ჩატარდა.  

ღონისძიებას ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა, ხოლო პირველ ცხრა ადგილზე გასულს მერია ზაფხულში ზღვაზე დასასვენებლად გაუშვებს.  ასევე, ქუთაისის მერი ‘’ეტალონში’’ გამარჯვებულს, სკოლის დირექტორს და კლასის ხელმძღვანელს ფულად ჯილდოებს გადასცემს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა